GE|EN

წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა - “ Batumi Books & Higher Education 2023”

დღეს წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა - “ Batumi Books & Higher Education 2023” ოფიციალურად გაიხსნა.

ბუსსს ანრის მიერ წარმოდგენილ იქნა განახლებული სასწავლო ლიტერატურა და აღჭურვილობა.

სასწავლებლის სტენდთან ბუსსს ანრის წარმომადგენლების მიერ სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია სასწავლო პროგრამების და სხვა სიახლეების შესახებ.

გამოფენის მსვლელობისას სპორტის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ვიქტორინაში წარმატებით მონაწილეობისთვის ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტებს გადაეცათ საჩუქრად წიგნები.

გამოფენა კომპანია Expo Batumi–ის ორგანიზებით ტარდება და გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში.

ლადო ასათიანის ქ. №27
ბათუმი - ბათუმის სპორტის სასახლე