GE|EN

წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა „BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023“

24-26 მარტს,ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში - „BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023“.

გამოფენის მონაწილე, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის თვითმართველობის დელეგატი ანრი სირაბიძე 25 მარტს, 12:40 საათზე წარსდგება ბუსსს ანრის პრეზენტაციით.

BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება, კერძოდ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.

გამოფენა გაიხსნება 24 მარტს 11:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია.

გამოფენა კომპანია Expo Batumi–ის ორგანიზებით ტარდება.

ლადო ასათიანის ქ. №27
ბათუმი - ბათუმის სპორტის სასახლე