ცენტრის შესახებ

ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

საწვრთნელი კურსები ტარდება“მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” საქართველოს კანონის, „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“, ცვლილებებით (STCW Convention, as amended) საერთაშორისო კონვენციის და მეზღვაურთა წვრთნასთან დაკავშირებული სხვა ნაციონალური და საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად.

საწვრთნელი კურსების პროგრამები შემუშავებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოდელ კურსების მოთხოვნათა შესაბამისად და აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

მომზადების და წვრთნის პროცესების სრულყოფილი მსვლელობისთვის ბუსსს ანრის გაჩნია ნაციონალურ და საერთაშორისო სტანდარტებზე შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის საკუთარი შენობა, საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი “კაპიტანი ო.ჩახვაძე”, საწვრთნელი კურსების შესაბამისი სიმულატორები: კაპიტნის ხიდურის სიმულატორი, სამანქანე განყოფილების სიმულატორი, კავშირისა და უსაფრთხოების საზღვაო გლობალური სისტემის სიმულატორი, რეალური გემის მოდელი - ხმელეთზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო სიმულატორი, რადილოკაციური და ავტომატური რადიოლოკაციური სიმულატორი, რეალური სამანქანო განყოფილება, სწრაფმავალი და სამაშვლეო კატარღები, მოტონავი, სამაშველო ტივი, ლაბორატორიები და საამქროები, საცურაო აუზი, ინგლისური ენის შემსწავლელი კლასი, კომპიუტერული კლასები და სხვა.

2024 წლის ინვრიდან სასწავლებლის ბიბლიოთეკას აქვს წვდომა IMO Bookshelf-თან და IMO Virtual Publication-თან,სადაც ხელმისაწვდომია ელექტრონული მოდელ კურსები,რომლებიც გამოწერა ბიბლიოთეკამ IMO-ს დისტრიბუტორისგან თურქეთში.

სასწავლებელმა ნოემბერში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) უახლეს (მოდელ კურსები,საერთაშორისო საზღვაო კონვენციები) ელექტრონულ გამომცემლობების IMO-Epublications პორტალზე  მომხმარებლის სტატუსი მოიპოვა . 

ბუსსს ანრი არის საქართველოში პირველი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი, სადაც პირადი უსაფრთხოების და სწრაფმავალი კატარღის მართვის წვრთნები ტარდება  რეალურთან მაიხლოებულ პირობებში, საკუთრი სასწავლო-საწვრთნელი გემის გამოყენებით. საწვრთნელ კურსებს უძღვება საზღვაო დარგის გამოცდილი პროფესიონალები, მოქმედი და ღვაწლმოსილი მეზღვაურები. კონვენციური საწვრთნელი კურსების გარდა ბუსსს ანრიში ტარდება არაკონვენციური საწვრთნელი კურსები საკრუინგო და გემთმფლობელი კომპანიების მოთხოვნით, ასევე საზღვაო დარგის ხმელეთზე მოღვაწე კომპანიების მოთხოვნით.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ტარდება  მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის მსმენელის კმაყოფილების კვლევა

გამოკითხვის ანონიმურობის უზრუნველყოფისა და მონაცემთა ეფექტური დამუშავების მიზნით კითხვარი ინტეგრირებულია „google form“-ის პლატფორმაზე!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: +995 579 23 44 99

 

 

 

 

შენიშვნა/Note:

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის დირექტორის 2026 წლის 11 ივნისის N09-55/26 ბრძანების საფუძველზე მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში,მსმენელებისათვის დადგენილია შემდეგი შერავათები:
1. ყველა მეზღვაურისათვის/მსმენელისთვის მოქმედ საწვრთნელ კურსებზე მოქმედებს 30-% ფასდაკლება;
2. შპს ბუსსს ანრის სტუდენტებისთვი და კურტსდამთავრებულებისთვის პირველადი სერტიფიცირების შემთხვევაში მოქმედ საწვრთნელ კურსებზე მოქმედებს 50% ფასდაკლება;
3. იმ შემთხვევაში თუ მეზღვაურებს აქვთ გავლილი მომზადება/გადამზადება/სერტიფიცირება ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში,შემდეგი გადამზადება/სერტიფიცირების შემტხვევაში მოქმედებს 40% ფასდაკლება.
 
*ტარიფები დადგენილია საქართველოს მოქალაქე მეზღვაურებისთვის,დამტკიცებულია 2024 წლის 10 იანვარს.
Price List is approved just for georgian seafarers.

 

 

 

დასახელება/Title საათები/Hours მოდელ კურსი/Model სექცია/Section სერტიფიკატი/Certificate
1 ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები/Basic Training for Oil and Chemical Tanker 47 საათი / 6 დღე 1.01 STCW V/1-1-1 MTA
2 ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზირებული წვრთნა/Advanced Training For Oil Tanker Cargo Operations 60 საათი / 8 დღე 1.02 STCW V/1-1-2 MTA
3 ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზირებული წვრთნა/Advanced Training For Chemical Tanker Cargo Operations 60 საათი / 8 დღე 1.03 STCW V/1-1-3 MTA
4 თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა/Basic Training for Liquefied Gas Tanker Cargo Operations 33 საათი / 4 დღე 1.04 Section A-V/1-2 Table A-V/1-2 -1 MTA
5 თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზირებული წვრთნა/Advanced training for Liquefied Gas Tanker Cargo Operations 60 საათი / 8 დღე 1.05 STCW A-V/1 V/1-2.2 MTA
6 რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება და ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენება/Radar Navigationl, Radar Plotting and use of ARPA 78.3 საათი / 8 დღე 1.07 STCW B-I/12 MTA
7 რადარი, ავტომატური რადიო ლოკაციური სისტემები, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო სამაშველო ოპერაციები /RADAR, ARPA, BRIDGE TEAMWORK and SEARCH 36 საათი / 5 დღე 1.08 STCW A-I/12 MTA
8 საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები/Cargo handling on Ships Carrying and Hazardous Substances in Solid and Packaged Form 33 საათი / 4 დღე 1.10 B-V/b B-V/c SOLAS II-2 Reg.19 MTA
9 ელემენტარული პირველადი დახმარება/Elementary First Aid 15 საათი / 2 დღე 1.13 STCW VI/1-3 MTA
10 შემოკლებული საზღვაო საწვრთნელი კურსი: ელემენტარული პირველადი დახმარება/Elementary First Aid 7 საათი / 1 დღე 1.13 STCW VI/1-3 MTA
11 პირველადი სამედიცინო დახმარება/Medical First Aid 30 საათი / 4 დღე 1.14 STCW VI/4-1 MTA
12 სამედიცინო მომსახურება/Medical Care 45.5 საათი / 6 დღე 1.15 STCW VI/4-2 MTA
13 პირადი გადარჩენის მეთოდები/Personal Survival Techniques 15 საათი / 2 დღე 1.19 STCW VI/1-1 MTA
14 შემოკლებული საზღვაო საწვრთნელი კურსი: პირადი გადარჩენის მეთოდები/Personal Survival Techniques 7 საათი / 1 დღე 1.19 STCW VI/1-1 MTA
15 ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა/Fire Prevention and Fire Fighting 15 საათი / 2 დღე 1.20 STCW VI/1-2 MTA
16 შემოკლებული საზღვაო საწვრთნელი კურსი: ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა/Fire Prevention and Fire Fighting 7 საათი / 1 დღე 1.20 STCW VI/1-2 MTA
17 პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა/Personal Safety and Social Responsibilities 21 საათი / 3 დღე 1.21 STCW VI/1-4 MTA
18 შემოკლებული საზღვაო საწვრთნელი კურსი: პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა/Personal Safety and Social Responsibilities 10 საათი / 2 დღე 1.21 STCW VI/1-4 MTA
19 სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა /Bridge Resource Management 32 საათი / 4 დღე 1.22 STCW V/1, V/2 V / 3 , V / 6 MTA
20 კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა/Proficiency in Survival Craft and Rescue Boats, other than Fast Rescue Boats 31.5 საათი / 4 დღე 1.23 STCW VI/2-1 MTA
21 შემოკლებული საზღვაო საწვრთნელი კურსი: კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა/Proficiency in Survival Craft and Rescue Boats, other than Fast Rescue Boats 12 საათი / 2 დღე 1.23 STCW VI/2-1 MTA
22 სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა/Proficiency in Fast Rescue Boats 23.5 საათი / 3 დღე 1.24 STCW VI/2-2 MTA
23 შემოკლებული საზღვაო საწვრთნელი კურსი: სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა/Proficiency in Fast Rescue Boats 8 საათი / 1 დღე 1.24 STCW VI/2-2 MTA
24 GMDSS საერთო ოპერატორი/General Operator‘s Certificate for the Global Maritime Distress and Safety System (GMDSS) 110 საათი / 14 დღე 1.25 STCW IV/2 MTA
25 შემოკლებული საზღვაო საწვრთნელი კურსი: GMDSS საერთო ოპერატორი/General Operator‘s Certificate for the Global Maritime Distress and Safety System (GMDSS) 38 საათი / 5 დღე 1.25 STCW IV/2 MTA
26 ელექტრონულ–კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება/Use of Electrronic Chart Display and Information Systems (ECDIS) 40 საათი / 5 დღე 1.27 STCW A-I/12 A-II/1 A-II/2 B-I/12 MTA
27 არაორგანიზებული ხალხის მასების მართვა/Crowd Management Training 10 საათი / 2 დღე 1.41 STCW V/2 par.5 MTA
28 სამგზავრო გემზე კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა/Proficiency in Crisis Management and Human Behavior 16 საათი / 2 დღე 1.42 STCW V/2 par.6 V/2 par.7 MTA
29 ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა/Leadership and Teamwork 22 საათი / 3 დღე 1.39 STCW 78, 2010 Manila amendments Reg. A-II/1. A-II/2, A-III/1, A-III/2 and A-III/6 MTA
30 ხელმძღვანელობა და მართვის უნარ-ჩვევები/Use of Leadership and Managerial Skills 40 საათი / 5 დღე 1.40 STCW 78, 2010 Manila amendments Reg. A-II/1. A-II/2, A-III/1, A-III/2 and A-III/6 MTA
31 ხანძართან ბრძოლის გაფართოებული წვრთნა/Advanced Fire Fighting 29 საათი / 4 დღე 2.03 STCW VI/3 MTA
32 შემოკლებული საზღვაო საწვრთნელი კურსი: ხანძართან ბრძოლის გაფართოებული წვრთნა/Advanced Fire Fighting 15 საათი / 2 დღე 2.03 STCW VI/3 MTA
33 ნავთობმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა /Oil Tanker Cargo and Ballast Handling 30 საათი / 4 დღე 2.06 STCW A-I/12 B-V/1 par.2 IMO Res.A868 MTA
34 სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა/Engine Resource Management 39 საათი / 5 დღე 7.17 Convention STCW, as amended A-I/12, Section A-III/1, A-VIII/2 and B-VIII/2 and Reg. A-III/1, A-III/2, A-III/6 of the MTA
35 გემის უშიშროების ოფიცერი /Ship Security Officer (SSO) 16 საათი / 2 დღე 3,19 STCW VI/5 MTA
36 უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები/Training for Seafarers Designated Security Duties 10.5 საათი / 2 დღე 3.26 SOLAS 74 XI-2, STCW A-VI/6-2 MTA
37 უშიშროებასთან დაკავშირებული უნარჩვევები/Security Awareness Training 7 საათი / 1 დღე 3.27 STCW A-VI/6-1 MTA
38 გემის მართვა და მანევრირება/Ship’s Handling and Maneuvering 41 საათი / 5 დღე - STCW A-I/12 B-I/12 MTA
39 გემის პერსონალის წევრის გადამზადება/Training of Ship’s Personnel 83 საათი / 11 დღე - - MTA
40 ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის მართვა/USE OF CRUDE OIL WASHING SYSTEM 2.75 საათი / 1 დღე - STCW Chapt.V Sec.B-V/1 Par. 5 MTA
41 ინერტული აირების სისტემის გამოყენება/USE OF INERT GAS SYSTEM 3 საათი / 1 დღე - STCW Chapt.V Sec.B-V/1 Par. 6 MTA
42 მაღალი ძაბვა/High Voltage 47 საათი / 6 დღე - STCW 2010 Manila amendments Section A-III/1, A-III/2, A-III/6, B-III/2 MTA
43 „იახტის კაპიტანი – სანაპირო ნაოსნობა; იახტები 24 მეტრზე ნაკლები” გადამზადების პროგრამა/Training program “Yacht-master-near coastal voyage; Yachts less than 24 meters in length 47 საათი / 6 დღე - სსიპ-საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 26 დეკემბრის №47 ბრძანება MTA
44 საზღვაო კულინარია/Maritime Cooking 120 საათი / 15 დღე - - MTA
45 „პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა“ საწვრთნელი კურსის ახალი კომპეტენცია: „ბულინგისა და შევიწროების, მათ შორის სექსუალური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების პრევენციას და შესაბამის რეაგირებას საზღვაო ინდუსტრიაში“// Personal Safety And Social Responsibilities Contribute to the prevention of and response to violence and harassment, including sexual harassment, bullying and sexual assault 3 საათი / 1 დღე 1.21 (STCW) A-VI/1-4 MTA