საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია
ა/წ 9 ოქტომბერს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია,რომელიც პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებს, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს დაეთმო.
კონფერენციაში მონაწილეობდა ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩხაიძე, ხოლო სასწავლო პროცესის მენეჯერი მაია დავითიანი და პიარ-მენეჯერი ანა მუშამბაძე ღონისძიებას დისტანციურ ფორმატში, Zoom პლატფორმის საშუალებით შეუერთდნენ.
კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
2026 წლის საქმიანობის შეჯამება და სამომავლო ხედვები;
პროფესიული განათლების მიღწევები, გამოწვევები და სიახლეები;
EQAVET-ისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გამოყენება ჰიბრიდულ განათლებაში და პროფესიული სრულყოფილების ცენტრების (CoVE) როლი ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს გაუმჯობესებაში;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება;
პროფესიული კვალიფიკაციების განვითარება — სიახლეები, ახალი მიდგომები და სამომავლო გეგმები;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2025–2026 წლების საქმიანობის ანალიზი;
პანელური დისკუსია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შეფასების ერთიანი მიდგომების შესახებ.