ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები - GEO SAR & OSR EX 2026

ა/წ 5 ოქტომბერს, სსიპ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმის საზღვაო აკვატორიაში განხორციელდა ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები - GEO SAR & OSR EX 2026, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბუსსს ანრის სასწავლო-საწვრთნელმა გემმა "კაპიტანი ო.ჩახვაძე".
წვრთნების მთავარი მიზანი იყო:
ზღვაში ძებნა-გადარჩენის ოპერაციის ორგანიზება.
ავარიული გემებისათვის დახმარების გაწევა.
დაღვრილი ნავთობის შეკავება და შეგროვება ზღვაში.
სანაპირო ზოლის დაცვა დაღვრილი ნავთობისგან.