შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრმა წარმატებით გაიარა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აუდიტი რე-აღიარების მიზნით!

მოპოვებული აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუსსს ანრის 25 წლის მანძილზე შენარჩუნებულ მაღალ სტანდარტებს, პროფესიონალიზმს და წვლილს საზღვაო განათლებასა თუ მეზღვაურთა მომზადების სფეროში.
შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის პერსონალს ნაყოფიერი შრომისთვის და ბუსსს ანრის წარმატებათა ყულაბაში კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი შენატანისთვის.
ბუსსს ანრი მადლობას უხდის შემმოწმებელი ჯგუფის წევრებს მაღალი პროფესიონალიზმის, ობიექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებისათვის.