ვიზიტი სასწავლებლის კუთვნილებაში არსებულ პრაქტიკის ობიექტზე – სასწავლო-საწვრთნელ გემზე „კაპიტანი ო. ჩახვაძე“

სასწავლო პროცესისა და პრაქტიკის მიმდინარეობის პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, პროფესიული განათლების დეპარტამენტის და პრაქტიკის,კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებმა ვიზიტი განახორციელეს სასწავლებლის კუთვნილებაში არსებულ პრაქტიკის ობიექტზე – სასწავლო-საწვრთნელ გემზე „კაპიტანი ო. ჩახვაძე“.
ვიზიტის ფარგლებში შეფასდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის — „გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია“ — 2025–2027 წლების საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტების პრაქტიკის მიმდინარეობა.
ასევე, პროფესიულ სტუდენტებთან გაიმართა გასაუბრება, რომლის მიზანს წარმოადგენდა საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებელი პირების შეფასება.