ხარისხის ნიშნის სამუშაო ვორქშოპი
ა/წ 31 ივლისს და 1 გვისტოს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით კოლეჯ „კავკასიონში“ გაიმართა ხარისხის ნიშნის სამუშაო ვორქშოპი.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ შემუშავებული ENESAT-ის თვითშეფასების ინსტრუმენტის შეფასების კრიტერიუმების ერთიანი გააზრება, მათი ინტერპრეტაციების შეჯერება და საერთო მიდგომების ჩამოყალიბება, რაც ხარისხის ნიშნის მინიჭების პროცესის ობიექტურობას, გამჭვირვალობასა და სანდოობას შეუწყობს ხელს.
ვორქშოპს ესწრებოდა ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რუსუდან დიასამიძე.
მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში განიხილეს შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, იმსჯელეს პრაქტიკულ საკითხებზე, გაცვალეს გამოცდილება და შეიმუშავეს საერთო რეკომენდაციები, რომლებიც ხარისხის ნიშნის შეფასების პროცესის ერთიანი და ობიექტური განხორციელების საფუძველს შექმნის.
ვორქშოპის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები და მონაწილეთა მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება ინსტრუმენტის საბოლოო ვერსიაში. ხარისხის ნიშნის მოსაპოვებლად განაცხადების მიღებას საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია სექტემბერში დაიწყებს, ხოლო შეფასება განხორციელდება დადგენილი კრიტერიუმებისა და შესაბამისი პროცედურების საფუძველზე.
მადლობას ვუხდით საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას ხარისხის ნიშნის სამუშაო ვორქშოპის ორგანიზებისათვის, ვორქშოპის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და გამოცდილების გაზიარებისათვის, ხოლო კოლეჯ „კავკასიონს“ მასპინძლობისათვის.