ვიზიტი სასწავლებლის კუთვნილებაში არსებულ პრაქტიკის ობიექტზე – სასწავლო-საწვრთნელ გემზე „კაპიტანი ო. ჩახვაძე“

სასწავლო პროცესისა და პრაქტიკის მიმდინარეობის პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა და სასწავლო პროცესის მენეჯერმა ვიზიტი განახორციელეს სასწავლებლის კუთვნილებაში არსებულ პრაქტიკის ობიექტზე – სასწავლო-საწვრთნელ გემზე „კაპიტანი ო. ჩახვაძე“.
ვიზიტის ფარგლებში შემოწმდა პროფესიული სტუდენტების სწრებადობა და პრაქტიკის მსვლელობა.
ასევე, პროფესიულ სტუდენტებთან გაიმართა გასაუბრება, რომლის მიზანს წარმოადგენდა საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებელი პირების შეფასება.