ინტელექტმარათონი საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებს შორის
ა/წ 26 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ინტელექტმარათონი საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებს შორის.
ღონისძიების მიზანი იყო პროფესიული სტუდენტების ცოდნის, ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა, ასევე პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
ინტელექტმარათონში მონაწილეობა მიიღეს ბუსსს ანრის პროფესიულმა სტუდენტებმა,რომლებმაც ღირსეულად იასპარეზეს და საკუთარი ცოდნა, ერთიანობა და მოტივაცია წარმოაჩინეს.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.
მადლობა ორგანიზატორებს გაწეული შრომისათვის — გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებულ პროექტს.
ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს და გულწრფელ მადლობას ვუხდით ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტებს აქტიური და ღირსეული მონაწილეობისთვის.
ვამაყობთ თქვენით!