მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ა/წ 25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. დღის მთავარი ღონისძიება ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში გაიმართა.
ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნა. სიტყვით გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმზე, საერთაშორისო საზღვაო სფეროში მათ მნიშვნელოვან როლსა და საზღვაო განათლების განვითარების აუცილებლობაზე.
ტრადიციისამებრ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ მეზღვაურთა ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილითა და ზღვაში გვირგვინის ჩაშვების ცერემონიით.
ღონისძიების ფარგლებში ღირსების მედლებით და სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო გადაეცა იმ მეზღვაურებსა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დარგის განვითარებასა და ქვეყნის საზღვაო საქმიანობაში.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 25 ივნისს აღინიშნება და მისი მიზანია მეზღვაურების პროფესიის მნიშვნელობის, მათი თავდადებული შრომისა და მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასება.