ევროპის ქალ მეზღვაურთა ასოციაციის (Women in Maritime Association Europe – WIMA Europe) ოფიციალური გახსნის ღონისძიება
ა/წ 24 ივნისს ბათუმში გაიმართა ევროპის ქალ მეზღვაურთა ასოციაციის (Women in Maritime Association Europe – WIMA Europe) ოფიციალური გახსნის ღონისძიება.
ღონისძიება ჩატარდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) „ქალები საზღვაო სფეროში“ პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა საზღვაო ინდუსტრიაში ქალთა მონაწილეობის, ლიდერობის, პროფესიული განვითარების, ქსელური თანამშრომლობისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ასოციაციის ხედვა, მიზნები, მმართველობის სტრუქტურა და სამომავლო საქმიანობის პროგრამა. ღონისძიებამ გააერთიანა საზღვაო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ნავსადგურების, საზღვაო კომპანიების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რუსუდან დიასამიძე და ადამიანური რესურსების მენეჯერი ნათია დიასამიძე.