25 ივნისი - მეზღვაურთა საერთაშორისო დღე
25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა.
ეს დღე პირველად, 2011 წელს აღინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გადაწყვეტილებით.
2026 წლის მეზღვაურთა საერთაშორისო დღის გზავნილია – "Carrying world trade, Carrying the risks",რომელიც ყურადღებას ამახვილებს მეზღვაურთა მნიშვნელოვან წვლილზე მსოფლიო ვაჭრობის უწყვეტობაში და იმ პასუხისმგებლობასა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ისინი ყოველდღიურად დგანან.
ბუსსს ანრის "ეკიპაჟი" და პროფესიული სტუდენტები ულოცავენ მეზღვაურებსა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს!