ბუსსს ანრის კუთვნილი სასწავლო-საწვრთნელი გემის შემოწმება, გაწმენდა, სამღებრო სამუშაოები
სარეგისტრაციო მოწმობის განახლების მიზნით დაიწყო ბუსსს ანრის კუთვნილი სასწავლო-საწვრთნელი გემის შემოწმება, გაწმენდა, სამღებრო სამუშაოები.
საჭიროებიდან გამომდინარე გემს ჩაუტარდება შესაბამისი სარემონტო სამუშაოები.
გაწმენდით და სამღებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტები, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან საწარმოო პრაქტიკაზე
და რეალურ გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
სამუშაოების შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას. სამუშაო პროცესში ჩართული პირები უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ხოლო სამუშაოები ხორციელდება დადგენილი უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს.