ტრენინგი „პირველადი სამედიცინო დახმარება“

ა/წ 17 ივნისს ბუსსს ანრის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი „პირველადი სამედიცინო დახმარება“.
ტრენინგს უძღვებოდა ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის სამედიცინო კურსის ინსტრუქტორი — ზვიად ზამთარაძე.
ტრენინგის მიზანი იყო პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი პრინციპების, პრაქტიკული უნარებისა და გადაუდებელ სიტუაციებში სწორი რეაგირების მეთოდების გაცნობა და შესწავლა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების ამოცნობის, დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე აუცილებელი ქმედებების შესახებ.