ვიზიტი სასწავლებლის კუთვნილ სასწავლო-საწვრთნელ გემზე

სასწავლო პროცესის პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, ბუსსს ანრის პროფესიული დეპარტამენტის უფროსმა და სასწავლო პროცესის მენეჯერმა განახორციელეს ვიზიტი სასწავლებლის კუთვნილ სასწავლო-საწვრთნელ გემზე.
ვიზიტი დაემთხვა პროფესიული სტუდენტებისათვის პრაქტიკისთვის საჭირო უნიფორმის გადაცემას.
მონიტორიგის ფარგლებში შემოწმდა საწარმოო პრაქტიკის განხორციელების ყველა ასპექტი, მათ შორის ჩატარდა გასაუბრება პროფესიულ სტუდენტებთან, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის განხორცილებით კმაყოფილებისა და საჭიროების გამოვლენის მიზნით.