საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის კოლეგიალური ვიზიტი

ა/წ 5–6 ივნისს, ქალაქ ბათუმში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კოლეგიალური ვიზიტი, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში აქტუალური საკითხების განხილვას დაეთმო.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი, დავით ჩხაიძე.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული განათლების თანამედროვე გამოწვევები და განვითარების პერსექტივები, მათ შორის:
• დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების პრაქტიკა;
• პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობა და ეფექტიანი მიდგომები;
• ადმინისტრაციული წარმოებების მიმდინარე ტენდენციები და მათი ანალიზის შედეგები.
ვიზიტმა შექმნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის გაღრმავებისა და წარმატებული პრაქტიკების გაცვლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები კოლეგიალურ ვიზიტში აქტიური მონაწილეობისათვის.