საინფორმაციო შეხვედრა ბიბლიოთეკაში ელექტრონული კატალოგებისა და საერთაშორისო მონაცემთა ბაზების გაცნობის მიზნით
ა/წ 5 ივნისს, ბუსსს ანრის ბიბლიოთეკაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პერსონალისა და პროფესიული სტუდენტებისათვის.
ბიბლიოთეკის უფროსმა, ანა მუშამბაძემ, მონაწილეებს გააცნო ბიბლიოთეკის სარგებლობის წესები, ელექტრონული კატალოგები, საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, ელექტრონული სასწავლო რესურსები და სხვა საბიბლიოთეკო სერვისები.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო სასწავლებლის განახლებული ვებგვერდი, განახლებული სტრუქტურა და ახალი განყოფილებები/ქვეგანყოფილებები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.