საწარმოო პრაქტიკის საკითხების განხილვა და პრაქტიკის დღიურის შევსების ინსტრუქტაჟი
ბუსსს ანრის პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი 2025-2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საწარმოო პრაქტიკის საკითხების განხილვა და პრაქტიკის დღიურის შევსების ინსტრუქტაჟის ჩატარება წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს ასევე შეხვდა შორეული ნაოსნობიდან ახლახან დაბრუნებული ბუსსს ანრის კურსდამთავრებული ლერი ცეცხლაძე, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.
მან ისაუბრა საზღვაო სფეროში საქმიანობის სპეციფიკაზე, გემზე ცხოვრების თავისებურებებზე, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა გადალახვაც მეზღვაურებს ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ.