გეგმიური სწავლება/ინსტრუქტაჟი ბუსსს ანრის პერსონალისა და სამაშველო ჯგუფის წევრებისათვის

ა/წ 15 მაისს ბუსსს ანრის პერსონალსა და სამაშველო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ გეგმიური სწავლება/ინსტრუქტაჟი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონით გათვალისწინებულ საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმას შეეხებოდა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების პროცედურები, ევაკუაციის წესები, რისკების პრევენციის მექანიზმები და ოპერატიული რეაგირების მნიშვნელობა.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვისა და კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობაზე.
სწავლება/ინსტრუქტაჟი ჩაატარა ვახტისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, მინდია თავართქილაძემ.