ღია კარის დღე ბუსსს ანრიში!
პროფორიენტაციის ფარგლებში, ბუსსს ანრის დღეს ეწვია გაცნობითი ვიზიტით სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ღია კარის დღის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სიმულატორების სივრცეებში უფრო ახლოს გაეცნენ მეზღავურის პროფესიის მნიშვნელობას.
კითხვა-პასუხის რეჟიმში გაესაუბრნენ სასწავლებლის პროფესიული განათლების მასწავლებლებს და დარგის სპეციალისტებს.
დღე დაგვირგვინდა სასწავლებლის კუთვნილი სასწავლო-საწვრთნელი გემის დათვალიერებით და ზღვაში გასეირნებით.
მადლობას ვუხდით სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის დირექციას ინტერესისა და მობრძანებისთვის.