საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი
დასრულდა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი.
ჩემპიონატი წარმატებით გაიმართა და კიდევ ერთხელ გამოკვეთა სპორტის მნიშვნელობა სტუდენტურ ცხოვრებაში.
ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გაიმართა თბილისში, სპორტულ ცენტრ იმედში.
ბუსსს ანრის გუნდმა წარმატებით იასპარეზა — გახდა დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი და კერძო კოლეჯებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.
გუნდს გადაეცა თასი და სიგელი.
ვულოცავთ ჩემპიონატის გამარჯვებულებს და მონაწილე ყველა გუნდს ღირსეულ ასპარეზობას.
მადლობა ორგანიზატორებს გაწეული შრომისათვის — გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებულ პროექტს.
ვულოცავთ ჩვენს გუნდს მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ მომავალშიც წარმატებებს!
ვამაყობთ თქვენით!