გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა ციხისძირის საჯარო სკოლაში

მიმდინარეობს გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ციკლი სკოლებში.
ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლას.
შეხვედრის ფარგლებში პროფესიულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ბუსსს კოლეჯის შესახებ და დეტალურად გააცნეს სასწავლებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, კარიერული შესაძლებლობები და სტუდენტური ცხოვრების თავისებურებები. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესზე,სადაც აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აირჩიონ პროფესიული საგანმანათლებლო მიმართულებებიც, რაც მათ დამატებით არჩევანსა და განვითარების გზებს უხსნის.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები.
მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება — როგორც გასვლითი პრეზენტაციების ფორმატში, ასევე ბუსსს ანრიში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მოწვევით, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ სასწავლებლის გარემოსა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.