ბუსსს ანრის ეკიპაჟის წარმატებათა ყულაბაში კიდევ ერთი წარმატება!

2026 წლის 27 თებერვლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის მიენიჭა უფლება დამატებით განახორციელოს მე-IV დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: „საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია“ და "გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია".
ბუსსს ანრის ადმინისტრაცია ულოცავს ამ წარმატებას და მადლობას უხდის პერსონალს გუნდური თანამშრომლობისათვის!
მადლობა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ობიექტური შეფასებისთვის! მადლობა საბჭოს წევრებს!