შეხვედრა EfVET–European Forum of Technical and Vocational Education and Training-ის ხელმძღვანელობასთან
ა/წ 20 თებერვალს Microsoft Teams პლატფორმის საშუალებით საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები შეხვდნენ EfVET–European Forum of Technical and Vocational Education and Training-ის ხელმძღვანელობას.
შეხვედრას ესწრებოდა ბუსსს ანრის პიარმენეჯერი ანა მუშამბაძე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში წევრობის გაფართოების პერსპექტივები, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბებისა და ეროვნული წარმომადგენლის არჩევის საკითხები.