შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან
ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა, სასწავლო პროცესის მენეჯერმა და ადამიანური რესურსების მენეჯერმა გამართა შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.
კითხვა პასუხის რეჟიმში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა:
პროფესიული მასწავლებლების ურთიერთდასწრების მიზანი და შედეგები;
სასწავლო პროცესის წარმართვა პროფესიული სტუდენტისთვის საინტერესო გარემოში, მათ შორის სასწავლებლის სიმულატორების გამოყენებით:
პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტის გადახედვა;
პროფესიული სტუდენტების სწრებადობის მონიტორინგი;
ახალი რიდერების შემუშავების მსვლელობა და სხვა.