სტომატოლოგიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა.
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა სტომატოლოგიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია — „პირის ღრუს მოვლის საშუალებები“, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობაზე, სწორ მოვლის პრაქტიკებსა და პროფესიული განათლების როლზე ჯანმრთელობის დაცვის პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ვაჟა გეგიძე და პროფესიული სტუდენტები.
შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს მასპინძლობისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.