პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა დაგეგმილი პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო კომისიის წევრებთან
ა/წ 17 დეკემბერს გაიმართა ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა დაგეგმილი პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო კომისიის წევრებთან.
შეხვედრის ფარგლებში კომისიის წევრები გაეცნენ პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცესს — განიხილეს საარჩევნო ეტაპები, კომისიის წევრთა უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები, კანდიდატთა რეგისტრაციის წესები, კენჭისყრის ორგანიზების ფორმატი, ხმის დათვლის პროცედურა და შედეგების ოფიციალურად დაფიქსირების მექანიზმები.
ასევე ხაზი გაესვა არჩევნების გამჭვირვალედ, სამართლიანად და დადგენილი წესების სრული დაცვით ჩატარების მნიშვნელობას.