საახალწლო ღონისძიება ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტებისათვის
ა/წ 25 დეკემბერს გაიმართა საახალწლო ღონისძიება ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტებისათვის.
პროფესიული განათლების მასწავლებელთა ფარული კენჭისყრისა და ელექტრონული გამოკითხვის შედეგად წლის საუკეთესო პროფესიულ სტუდენტად დასახელდა გიორგი კინწურაშვილი.
პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების მიერ აქტივობებში განსაკუთრებული ჩართულობისთვის გამოვლინდნენ შემდეგი პროფესიული სტუდენტები: გიორგი სურმანიძე და ვიტალი შარაშიძე.
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული ვიქტორინის შედეგად კი გამოვლინდა კიდევ 3 პროფესიული სტუდენტი.
ღონისძიების დასასრულს პროფესიულ სტუდენტებს გადაეცათ სიგელები და საჩუქრები.