ა/წ 8 ოქტომბერს ბუსსს ანრიში გაიმართა სისხლის უანგარო დონაციის აქცია.
დონაციაში მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლის თანამშრომლებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია, დღევანდელი დღის ორგანიზებით კი ჩვენ წვლილი შევიტანეთ ამ პრობლემის აღმოფხვრაში.
ღონისძიების მიზანს საქართველოში უანგარო დონაციის იდეის პოპულარიზაცია და სისხლის ყველა ჯგუფისა და რეზუსის კომპონენტის საჭირო მარაგის შენარჩუნება წარმოადგენდა.