GE|EN

მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
წიგნის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1923 წელს კატალუნიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს, კაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან საჩუქრად წიგნებს იღებდნენ. იმხანად წიგნის ჩუქება მხოლოდ დიდგვაროვანი წრეების წარმომადგენლებს შეეძლოთ, რადგან წიგნები საკმაოდ ძვირი ღირდა. ამ დღეს კატალუნიის ქუჩები ძველი და ახალი წიგნებით იფარებოდა და ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნი ადამიანის განვითარებისთვის.
1995 წელს იუნესკომ 23 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და 1996 წლიდან მოყოლებული ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.