სტუდენტური ღონისძიებები

2019 წლის 11 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო გადაცემა - „წიგნების თარო.“ ქ.ბათუმის სხვადასხვა ადგილებსა  და სასწალებლის შენობაში  მიმდინარეობდა  ვიდეო რგოლის გადაღება სატელევიოზიო შოუ  წიგნების თაროსათვის, რომელიც არის საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი. ამ პროექტში  მონაწილეობა მიიღო  სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტებმა: გიორგი ზოიძემ, ილია ნიქაბაძემ და ნიკა სურმანიძემ.

 

2019 წლის 21 მარტს სატელევიზიო გადაცემა - „წიგნების თარო.“-ს გადაცემის ჩაწერაზე საგულშემატკივროდ იყვნენ წასული ბათუმის უმაღლესი საზღვაო საიჟინრო სასწავლებლის პირველი, მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტები, ასევე პრორექტორი ბ. დოღონაძე,  საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი გ. ქათამაძე.  ბუსსს ანრის პირველი კურსის სტუდენტები ილია ნიქაბაძე, გიორგი ზოიძე და ნიკა სურმანიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტელექტუალური გადაცაემა  -  წიგნების თაროს მერვედ ფინალში  გადავიდნენ.  გუნდმა მერვედ ფინალში მეტოქეობა გაუწია თსუ-ს გუნდ „ოზიმანდიასს“, სადაც ბუსსს ანრის  გუნდი „მეზღვაურები“ დამარცხდა. მივლინების თანხები და ავტოტრანსპორტის თანხები თავის თავზე აიღო სასწავლებელმა.

 

2019 წლის 7 მარტს სტუდენტების პრეზენტაცია შპს განათლება კერძო სკოლა „იმედ“-ში. სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაცია სასწავლებლის გაცნობის, დაინტერესებისა და საზღვაო სპეციალობების პოპულარიზაციის მიზნით. მოსწავლეები დაინტერესდნენ  სასწავლებლით და დირექტორთან - ქალბატონ ქეთევან გოშხეთელიანთან ერთად დაიგეგმა ვიზიტი სასწავლებელში.

 

2019 წლის 18 მარტს სტუდენტების პრეზენტაცია გაიმართა  სარფის საჯარო სკოლაში.   სტუდენტებმა ჩაატარეს შეხვედრა სასწავლებლის გაცნობის, დაინტერესების და საზღვაო სპეციალობების პოპულარიზაციის მიზნით.

 

2019 წლის 7 მარტს სასტუმრო რედისონში გაიმართა შეხვედრა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის თემებთან დაკავშირებით, სასწავლებლიდან ღონისძებას ესწრებოდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები: პრეზიდენტი - ლერი არძენაძე,  ვიცე-პრეზიდენტები ილია ნიქაბაძე და ევგენი ბათაძე, ასევე პრორექტორი ბადრი დოღონაძე და რამდენიმე სტუდენტი. შეხვედრას  უძღვებოდა Blue Flag, Green Hous And Eco-Schools- გაერთიანებების  კომპანიის გენერალური დირექტორი  დანილ შაფერი. შეხვედრაზე განიხილეს აქტუალური თემები,  გარემოს დაცვის,ზღვებისა და ოკეანეების მოვლის შესახებ. შეხვედრა დაიგეგემა ქ.ბათუმის მერიის მიერ, რომელშიც ჩართული იყო ქ.ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია.

 

2019 წლის 11 მაისს სასტუმრო „ჰილტონ“-ში  გაიმართა კონფერენცია „ ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობა“. კონფერენციას ესწრებოდნენ  ბუსსს ანრის პრორექტორი ბადრი დოღონაძე და 10  სტუდენტი.

 

2019 წლის 17 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია, ბუსსს ანრის სტუდენტები ილია ნიქაბაძე, ევგენი ბათაძე და ლაშა გოგიტიძე წარდგნენ მოხსენებით,  თემა: - „საზღვაო ფლოტის განვითარება და ნაოსნობა საქართველოში“.

 

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

2019 წლის 25 ივნისს გაიმართება მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბათუმში და შეხვედრა მეზღავურებთან, ღონისძიება გაიმართება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან. ცერემონიის დაწყებამდე ჩატარდება მარში/მსვლელობა ბათუმის ქუჩებში რომელშიც ჩართული იქნება ბუსსს ანრის ყველა კურსის სტუდენტი. საღამოს  გაიმართება დასკვნითი ნაწილი,  სადაც  ასევე მონაწილეობას მიიღებს ბუსსს ანრის სტუდენტები. ამას გარდა იქნება გამოფენა სასწავლებელში არსებული საგამოფენო ნიმუშებისა და სხვადასხვა მასალებისა.

  • მონაწილეობა სტუდენტური თვითმართველობების შეხვედრებში.

  • მონაწილეობა სტუდენტურ დღეებში.

  • თემატიკური საღამო „კაპიტანთა კაპიტნები“.

  • კურსდამთავრებულთა გამოშვების საღამო.

  • ექსკურსიები.

  • ფიცის მიღების ცერემონიალი- ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერში იმართება.

  • საახალწლო ღონისძიების ჩატარება.