info@mtc-anri.ge +995 422 210-757

  • ქართული
  • English
  • Русский

12, დეკემბერი 2018

სასწავლებელი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს

შპს ბუსსს ანრის ხელმძღვანელობა ზრუნავს სასწავლებლის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შეძლებისდაგვარად თანამშრომლები იგზავნება სხვადასხვა ტრენინგებზე, სემინარებზე, ლექციებზე და ა.შ. ამას გარდა სასწავლებელშიც იწვევნ ტრენერებს. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის წესდების მე-13 მუხლის, შპს ბუსსს ანრის შინაგანაწესის 4.2.1 მუხლის, შპს ბუსსს ანრის ნდ 2-0201-13 „პერსონალის მიღების, მომზადებისა და შემოწმების პროცესის პროცედურის“, შპს ბუსსს ანრის 2018 წლის სამოქმედო გეგმისა და 2018 წლის 21 ნოემბრის სენატის სხდომის დადგენილების (ოქმი N31) საფუძველზე 2018 წლის 08-09 დეკემბერს შპს ბუსსს ანრის თანამშრომლებს ჩაუტარდა ტრენინგი : "ეფექტიანი მომსახურება და სწორი კომუნიკაცია". ტრენინგი ჩაატარა სერტიფიცირებულმა ტრენერმა, ფსიქოლოგიის მაგისტრმა სოფიო მამესწარაშვილმა. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები.

რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


211
ახალბედა
113
საათი სწავლა
78
ეტაპობრივი გამოცდა
1001
კურსდამთავრებული