01, აგვისტო 2019

კონკურსი ბუსსს ანრიში

შპს ბათუმის  უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი სტუდენტთა  და პროფესორ მასწავლებელთა კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გრანტის მოსაპოვებლად ატარებს კონკურსს  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, მოდელ  კურსი 1.19 და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს მოთხოვნების  შესაბამისი აუზის რეკონსტრუქციისთვის საჭირო კვლევები.

გრანტის ოდენობა შეადგენს 2500 (ორიათას ხუთას) ლარს.

 კვლევისთვის საჭიროა  საცურაო აუზის საძირკველის და კედლების სისქის განსაზღვრა  150 მ3 წყლის გამძლეობაზე.

  კონკურსში მონაწილეობის  უფლება აქვთ პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს.

  კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის  1აგვისტოდან  8 აგვისტოს ჩათვლით.

   კონკურსი ჩატარდება  2019 წლის  11 აგვისტოს.