20, ივლისი 2019

საკვალიფიკაციო გამოცდები ბუსსს ანრიში

ა/წ 18 და 19 ივლისს ბუსსს ანრიში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალობებით: საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია) და საზღვაოსნო მეცნიერებები (გემის მექანიკა) სტუდენტებს ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო გამოცდები.

საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იყო შემდეგი შემადგენლობით:

საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია) სპეციალობაზე:
კომისიის თავმჯდომარე - ანზორ დიასამიძე - პროფესორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ბადრი ბერიძე - ასოცირებული პროფესორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 
წევრები: 
აკაკი ესანჯია - ასოცირებული პროფესორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი;
ვლადიმერ ბოგდანოვი - პედაგოგი, კაპიტნის უფროსი თანაშემწე; 
ნოდარი აბუსელიძე - პედაგოგი;
ნანა მალაყმაძე - პედაგოგი;
გურამ ქათამაძე - საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი.

საზღვაოსნო მეცნიერებები (გემის მექანიკა) სპეციალობაზე:
კომისიის თავმჯდომარე - ანზორ დიასამიძე - პროფესორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი უღრელიძე - ასოცირებული პროფესორი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი;
წევრები:
ბადრი გიორგაძე - ასისტენტ პროფესორი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი;
სულეიმან ცინცაძე - ასისტენტ პროფესორი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი;
თემურ დევაძე - პედაგოგი;
ლია ფარტენაძე - პროფესორი;
გურამ ქათამაძე - საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი.

კომისიაში ასევე იყვნენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები: მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ქალბატონი ნინო ორაგველიძე და მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ქალბატონი მარიკა ჭყონია.

ბუსსს ანრის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის თანადგომისათვის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და უსურვებს წარმატებებს.

ბუსსს ანრი ბედნიერ ნაოსნობას უსურვებს კურსდამთავრებულებს.