06, ივლისი 2019

ბუსსს ანრის სტუდენტებმა პატივი მიაგეს ადმირალ თეოდორ სპადეს ხსოვნას

თეოდორ სპადე ლატვიის ეროვნული გმირია. პირველი მსოფლიო ომის დროს ის შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო საზღვაო ფლოტში მსახურობდა. 1918 წლიდან ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფლოტში მუშაობდა და დიდი წვლილი შეიტანა მის ფორმირებაში. ის იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და ქართველთა ჩქარმავალ კატერთა რაზმს და ნაღმმზიდს მეთაურობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ლატვიის სამხედრო ფლოტის ადმირალი გახდა. 

ლატვია და საქართველო ერთობლივად იღებს ფილმს თეოდორ სპადეზე.

ბუსსს ანრი გადამღებ ჯგუფს უანგაროდ დაუდგა გვერდით და დიდი ენთუზიაზმით მიიღო მონაწილეობა ამ ისტორიის ეკრანიზაციაში.

ბუსსს ანრის სტუდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სამხედრო ფლოტის შექმნაში მონაწილე ადმირალ თეოდორ სპადეს ხსოვნას.

ლატვიის სამხედრო ატაშე საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთში რუდოლფ რუძუროგა მადლობას უხდის ბუსსს ანრის გენერალურ დირექტორს ბატონ ანზორ დიასამიძეს პარტნიორობისათვის.